სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” ახალ პიარკამპანიას ეხმაურება.
“ოცნებას ამ ვიდეოს მერეც შემოხაზავთ?
(ოფიციალურ გვერდზე ნახეთ, ვისაც ჯერ არ გინახავთ, არ დავაშეარებ)”
ვიდეოს ეხმაურება “ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე და წერს:
“რაღაც მძღნერი ვიდეო ხო დადეს – დავასრულოთ ნაცები – ოცნების ოფიციალურმა გვერდმა. დღეს კალაძემაც ჩაწერა მიმართვა, ნაცები დავასრულოთო – პოლარიზაცია დავასრულოთო, გუშინწინ ხო მოგვმართა და დღეს, ნაცები დავასრულოთო, ამანაც – პარალელურად გუშინ პარლამენტში კანონი მიიღეს პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის აკრძალვაზე.ერთი და იგივე პარტია აკეთებს ამას. ერთი და იგივე ხალხი – ამათ სასწრაფო წაიყვანს. მართლა”
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “ოცნებამ” იზეიმება მოგება, მერე ბევრი ისაუბრა იმაზე, როგორ მოიგო არჩევნები, მერე 14 ოქტომბერს, აქციაზე გამოსულ ადამიანთა თავები ითვალა, მმართველობიდან 9 წლის შემდეგაც, მეორე ტურის წინ, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ სლოგანად აირჩია – “დავასრულოთ ნაცები, ნაცობა სირცხვილია ” და ვიდეო გამოაქვეყნა. პარალელურად, ტელეკომპანია “იმედმა” გამოაცხადა რომ ბრძოლის წინა ხაზზე გადადის.
პარალელურად, მმართველი გუნდი ამზადებს კანონპროექტს, პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ.
კომენტარები