პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ, რადიო RMF FM – თან ინტერვიუში განაცხადა – თუ რუსეთი ატომურ იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, შესაძლოა, НАТО-მ უკრაინაში ჯარი შეიყვანოს.
რუსეთისგან მოსალოდნელი ატომური შეტევის შემთხვევაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პასუხი იქნება უკრაინაში ჯარების შეყვანა.
შესაძლოა, სცენარი სხვაგვარად განვითარდეს, საჭირო არ გახდეს ჯარების შეყვანა და НАТО-მ გამოიყენოს არტილერია და რაკეტები, რომელთა გაშვებაც შესაძლებელია, უკრაინის ტერიტორიიდან არ მოხდეს – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას 21 სექტემბერს ატომური იარაღით დაემუქრა. საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიმს სელივანმა, განაცხადა, რომ თუ რუსეთი ზღვარს გადავა, შედეგი მისთვის კატასტროფული დადგება.
კომენტარები