ჟურნალისტი, გიორგი იაკობაშვილი:
“გუშინ მოსმენილი ანეკდოტი:
•••••
კახეთის ერთ სოფელში, საფინანსო წლის დასრულებასთან დაკავშირებით, სოფლის გამგებელმა კრება მოიწვია და საზოგადოებას მიმართა:
– ჩემო მშობელო ხალხო. საფინანსო წელი წარმატებით დავასრულეთ. კიდევ დაგვრჩა რამდენიმე ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში. როგორ ფიქრობთ, რა შევიძინოთ ამ ფულით? გთხოვთ გამოთქვათ აზრი.
დარბაზი დუმს.
– ტრაქტორი? ტრაქტორი ხომ არ შეგვეძინა?
დარბაზი დუმს. უცებ, ბოლო რიგიდან მიხოს ხმა ისმის:
– ტრაქტორი რა ჩემ ფეხებად გვინდა?!
– იქნებ, კომბაინი? – ისევ იკითხა გამგებელმა.
– კომბაინი რა ჩემ ფეხებად გვინდა? – ისევ გაისმა მიხოს ხმა.
– მაშ, რის ყიდვას გვირჩევთ? – არ ცხრება გამგებელი.
დარბაზი მიხოსკენ შეტრიალდა – აბა, რას იტყვის მიხო?
– დიდი წითელი ბუშტი ვიყიდოთ, გავბეროთ და გავუშვათ, – თქვა მიხომ.
– და, რატომ უნდა გავუშვათ? – დაინტერესდა თავმჯდომარე.
– მა რა ჩემ ფეხებად გვინდა? – გაუკვირდა მიხოს.
————
ეგრე გაუშვეს ნაცებმა მელია და ეგრე გაუშვებენ ნაყოფიას. სააკაშვილიც ეგრე წავა მინ. 6 წლის შემდეგ.
მა რა ჩემ ფეხებად გვინდა?”
კომენტარები