“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებაზე, ამბობს, რომ „თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია“.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, კერძო პირის ფინანსური დავის დაკავშირება სახელმწიფოსთან „ეს ყველაზე დიდი კატასტროფაა“.
“კობახიძის მხრიდან იყო ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადება. ვიღაც თითქოს მათ იძულებას აპირებს რაღაცაში. საერთოდ, კერძო პირის ფინანსური დავის დაკავშირება სახელმწიფოსთან, ყველაზე დიდი კატასტროფაა. ეს მიუთითებს, რომ არასდროს ოლიგარქები არ უნდა იყვნენ პოლიტიკასთან ახლოს. თვითონ თქვა ფაქტობრივად, რომ ქვეყნის ინტერესები და ივანიშვილის ინტერესები გადაეკვეთა ერთმანეთს, პერსონალურად ამბობს ამას მატყუარა ოცნებების პარტიის თავმჯდომარე. ამით აღიარებს, რომ კერძო პირის ფინანსურმა ინტერესმა შეიძლება სახელმწიფოს შეუქმნას საფრთხე. საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ერთი მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში ომში ჩართვა, ეს აბსურდული რიტორიკა, რაც აქვთ და მეორე მხრივ დააკავშირა ბიძინა ივანიშვილის ქონება. ეს ჩემი აზრით არის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის“,
კომენტარები