თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა ოჯახის სხვა წევრმა ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა ქალი.
ცნობისთვის, მაჩაბლის ქუჩაზე შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად დაშვებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, ვინაიდან შესაბამისი ნებართვა დაჭრილის ახლობლებისგან არ აქვთ.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სამი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
კომენტარები