• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაჩალიკაშვილს რომ დასდევთ უკან, არიქა, შვილი მოუკლესო, ჩემი შვილი პატრულმა არ მოკლა?“

ალია ავტორი - ალია
14:43 02-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ახლა რომ იბრახუნებთ გულზე ხელს და მთავრობას აგინებთ, მაშინ, როცა სიუჟეტს იღებდი ბაღდათში და ოთხი შვილის დედას ალაპარაკებდი, როგორ შიოდა, აჩვენებდი რა ჭუჭყიანი ქვაბიდან ჭამდა, არ ჰქონდა პური და ყველი, შვილებს სციოდა, ეს ხომ შენ პირველმა ნახე სანამ ეთერში გაუშვებდი, რა გააკეთე, რა მიუტანე, რით დაეხმარე ამ საცოდავ ადამიანებს, ან მერე რა მოიმოქმედე, როცა ქვეყანას მოსდე მათი გაჭირვების ამბავი? სალაყბოდ მიუგდე ეს ყველაფერი ნაცხროვას და ისინიც წიოკობენ, ვაი ეს რა მოხდაო.

საოცრება ხდება, უხარიათ ხალხის გაჭირვების ნახვა იმიტომ, რომ სალაპარაკო გაუჩნდათ, ეს ნაცხროვა არ არის, რომელიც მარტო სტიკერების დაბეჭდვასა და კედელზე მიკვრაში უამრავ ფულს ხარჯავს? მთავრობას რომ ამტყუნებთ, თქვენ რა მიუტანეთ ამ საწყალ ოჯახს?! –  სატანები ხართ, სატანები, ხარობთ სხვისი გაჭირვებით, არსებობს დანაშაული, რაც ნაცხროვას არ ჩაუდენია? და ვის უწყობთ სირცხვილის კორიდორებს, როცა ამ კორიდორში დადიხართ უკვე 16 წელია,თქვენ ადგილას მონასტერში წავიდოდა ჭკვიანი და მოინანიებდა ცოდვებს, თუმცა თქვენისთანა უწმინდურებს მონასტერში რა უნდა.

მაჩალიკაშვილს რომ დასდევთ უკან, არიქა და უშველეთო, შვილი მოუკლესო, ჩემი შვილი პატრულმა არ მოკლა? პატრულმა არ მოკლა ბუტა? ვინ მოკლა ჟვანია თქვენი მეგობარი, ვინ მოკლა გია კრიალაშვილი? მეომარი ბიჭი ბლუყუნას კაპრიზს არ შეეწირა? “ორი გვამი მინდაო,,…

რას ერჩოდით გურამ შარაძეს, ამ უძვირფასეს კაცს, რომელსაც იმდენი წიგნი აქვს დაწერილი, თქვენ ვერ გადაფურცლავთ ასი წელი რომ იცოცხლოთ. სანდროს მკვლელობა რატომ დამალეთ, რას ერჩოდით ზურა და იური ვაზაგაშვილებს, როგორ გიტრიალდებათ ენა პირში და კიდევ ტლიკინებთ.

ერთი სიუჟეტი მაჩვენეთ რაც მაშინდელმა “რუსთავი 2″-მა გაუშვა, ერთი სიტყვა მაჩვენეთ, რითაც ჩემ უფლებებს დაიცავდით, ეს იმიტომ არ გააკეთეთ, რომ ვერასდროს ვერ ვიტანდი თქვენ რეგვენ პრეზიდენტს და მკვლელების დამცველ ნაცბანდას, რატომ მომიკალით ჩემი ანგელოზი საჯიშე ბიჭი? გამეცით პასუხი. ხმა ჩაიკმინდეთ, თქვენ ვერასდროს ვერ ეღირსებით უკან მობრუნებას და თუ ღმერთი გაწყრა და ასე მოხდა, ჩასაქოლი იქნება მართლაც ის პროკურატურა, ის თანამდებობის პირები, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთეს, რომელმაც თქვენ ასე გაგაჯეჯილათ. ადამიანი ფიქრისათვის გააჩინაო უფალმა, ათქმევინა დიდმა ჭაბუამ მორდოხაის”– წერს ჯამბულ გამცემლიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved