ზურაბ შევარდნაძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მუყაოს დიდი ყუთი დამხვდა დილით ბაღის კარებთან.
საგულდაგულოდ შეუფუთავს და ჩაულაგებია, წერილიც ახლავს.
“ზურაბ შვილო, 78 წლის დოდო დეიდა ვარ. დალხინებულად არასდროს მიცხოვრია მაგრამ ერთ საშუალო ოჯახს რომ ეყოფოდა ყველაფერი მქონდა ყოველთვის.
ახლა უფროს შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ, თქვენს ბაღთან არც ისე შორს, ვაზისუბანში. მეუღლე აღარ მყავს, სამი წლის წინ დავკარგე.
ჭურჭელი რომელიც თქვენთვის გადავაწყვე ჩემს სახლში აღარავის აინტერესებს, არც შვილს არც შვილიშვილებს არც რძალს, ბევრი ახალი რაღაცეები მოზიდეს და იმას იყენებენ. კიდევ ბევრს მოვაგროვებ, მოვაწესრიგებ და მოგიტანთ, ვიცი თქვენ გამოიყენებთ და ძალიან მიხარია რომ არ უნდა გაიბნეს. შვილიშვილი შემპირდა რომ მომიყვანს თქვენთან მანქანით.
თუ გაგიტყდებათ არ ინაღვლოთ, ძვირფასი არცერთი არა მაგრამ გულით გჩუქნით.
იცოცხლე შვილო, კეთილ, ლამაზ საქმეს აკეთებ და ბედნირი წელი მინდა გისურვო.
თქვენი საქმის და თქვენი პატივისმცემელი, დოდო დეიდა.”
ამის წამკითხველი ბედნირი შეიძლება არ იყო ადამიანი?
მადლობ ჩემთვის უცნობო მაგრამ საყვარელო დოდო დეიდა.
ფოტო #ზაქარიაჭლიძე”
კომენტარები