ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია თეა წულუკიანის განცხადებას საპარალმენტო ანსამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ, ასე ეხმაურება:
,,ჩემი მხარდაჭერა და სრული ნდობა საქართველოს ხელისუფლებას!
ეს საქართველოა! საქართველო, როგორც ქვეყანა! საქართველო, როგორც სახელმწიფო!
შენ, ვიღაც ე, წ- ლო ოპოზიციონერო, შეიძლება ებრძოდე საქართველოს ხელისუფლებას, ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, საქართველოს მმართველ ძალას…
მაგრამ…
როდესაც შენ ბრძოლას უწყებ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს! საფრთხეს უქმნი საქართველოს, როგორც ქვეყანას. აკნინებ, შეურაცხყოფ მის სუვერენიტეტს…
შენ ხარ მოღალატე!
შენ ხარ მტერი!
შენ ხარ დამნაშავე!
ამიტომ, შენ უნდა დაისაჯო!
შენ უნდა აგო პასუხი!
ევროსაბჭო, ევროკავშირი, სსრკ, ბრიკსი, ნატო… ეს არ არის ჩვენი ქვეყანა, ეს არ არის ჩვენი სამშობლო- სახელმწიფო!
ჩვენი სამშობლო საქართველოა!
საქართველო- სახელმწიფოა! იყო სახელმწიფო და იქნება სახელმწიფო!
სწორედ ამისთვის, დიდი მადლობა საქართველოს ხელუსუფლებას და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს!
ურთულესი, გაუსაძლისი შანტაჟის, პოლიტიკური ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია!
ეს საქართველოა!
ბოლომდე მოგყვებით, სრული ნდობითა და თანადგომით, ხელისუფალნო!”
,, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“ – თეა წულუკიანი
კომენტარები