ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ, განაცხადა:
„ჩვენ ყველას გვემახსოვრება ეს მოვლენა, რომელიც მოუშუშებელი ტკივილია. შეუძლებელია ამ შემთხვევას ვინმე გულგრილი დაეტოვებინა, განსაკუთრებით როდესაც ტრაგედია ბავშვების სიცოცხლეს ეხება. მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც აქაც კი პოლიტიკური აქცენტები გააკეთეს და დღევანდელი ინტერპელაციისას დასმული სკითხები ამის ნათელი მაგალითია.
დღეს რაჭა მგლოვიარეა. სტიქიას უდიდესი ტრაგედია და დიდი ტკივილი ახლავს. ამ ვითარებაში საზოგადოება ერთიანდება და საქართველოში ამის არაერთი მაგალითი გვიხილავს. მაგრამ ის, რასაც დღეს ვაკვირდებით, პოლიტიკური სპეკულაციების მდაბიო მცდელობა, უკიდურესად მიუღებელია. მე იქ ვნახე დიდი პატრიოტიზმი და საქმის პროფესიონალების მუშაობა. 400 მაშველი 24 საათის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა, დღესაც აგრძელებს მუშაობას და სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ნაპოვნი არ იქნება ის ერთი ცხედარი.
მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს გუნდს, პირველი დღიდან რომ სულ იქ იყვნენ, ჯანდაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, თითოეულ მაშველს, მექანიზატორს და არ შემიძლია კერძო სექტორი არ გამოვყო, რომელმაც ანაზღაურებაზე უარი თქვა და ისე მუშაობდა“
კითხვები, რომლებიც მინისტრის პასუხებმა გააჩინა – რას ამბობს და რას არ ამბობს გომელაური?
კომენტარები