საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის და თქვა:
„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ გახდა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანაავტორი.
მადლობა, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 არის ბავშვი. ბოლო დროს უკრაინის საელჩოში მოსული საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა მარიუპოლიდანაა. ეს მოქალაქეები, მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად“
კომენტარები