“ლელოს” ყოფილი წევრი, ამჟამად უკვე ემიგრაციაში მყოფი ნათია მანჯგალაძე, ქართული ოცნების ყოფილი წევრის, რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ონიანის ემიგრაციაში წასვლას და იქედან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და წერს:
“ხშირად პოსტებს არ ვწერ, ვერიდები, რომ გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს საქართველოში.
პირველი, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი იმდენად დაიღალა ერთი და იგივეს მოსმენით, მე რამდენიც არ უნდა ვწერო ვერაფრით გავაკვირვებ და ვერაფერს შევცვლი, პირიქით ღიზიანდებიან და შეურაცხყოფაზე გადმოდიან.
მეორეც, იმიტომ რომ ვარიდებ თავს მტკივნეულ თემებზე საუბარს.
მართლა მტკივა და გული მწყდება იმ მოვლენებზე რაც ხდება ზოგადად.
ამდენი უბედურება – მკვლელობები, ყაჩაყობა, ბულინგი, მანდილოსნებზე ძალადობა, ხანშიშესულ ადამიანებზე ძალადობა და ასე შემდეგ, რისი ჩამოთვლაც არ მინდა და თავადაც კარგად იცის საზოგადოებამ.
არამგონია ვინმეს რომ სიამოვნებდეს ამდენი უბედურების მოსმენა.
მითუმეტეს პოლიტიკურ მოვლენებს თუ გადავხედავთ ქვეყანაში, მეტად სავალალოა დღეს ვიდრე იყო შარშან,ან შარშან წინ.
ოპოზიაციაც აღარ ინდობს ერთამენთს და ერთმანეთის მხარში დგომის მაგივრად დაჭამეს ერთმანეთი, ცილი დასწამეს და რა არ აკადრეს ერთმანეთს.
არჩევნების შემდეგ პოსტი გამოვაქვეყნე და “ალიას” გვერდზეც დაიდო, სადაც ზოგიერთი კომენტარებში პირდაპირ გადმოდიოდა შეურაცხყოფაზე.
სად ხართ ის ხალხი დღეს, ვინც მე მლანძღავდით და ჩემი ქვეყნიდან წასვლა, გაქცევა სასაცილოდ გახადეთ, ცილი დამწამეთ და რა არ მაკადრეთ .
სად ხართ ის ხალხი დღეს, როდესაც თავად ოცნების ყოფილი წევრები გარბიან ქვეყნიდან უცხოეთში თავშესაფარის მოთხოვნით? და ამაზე ხმამაღლა საუბრობენ !!!
ტვ პირველზე რეპორტაჟს ვუყურე ლევან ონიანის შესახებ .
საკმაოდ მებრძოლი ადამიანი დაკარგა ოცნებამ!!!!
,,გაბუტულის,, იარლიყი მიაკერეს… გაიბუტა თავჯდომარედ რომ არ დავნიშნეთ და გაიქცაო….
ანუ კიდევ გაქვთ ისეთი შთაბეჭდილება, რომ მე რამე მოვიგონე? თავად ქ.რუსთავის ყოფილი თავჯდომარე, რომელმაც წლები უხელმძღვანელა ქ.რუსთავს. ისაუბრა იმ ნიუანსებზე და იმ მინუსებზე, იმ მოვლენებზე და იმ ყველაფერზე რაც ხდებოდა ხალხის ზურგს უკან, იმისათვის ,რომ შეენარჩუნებინა ოცნებას თავისი ,,ტახტრევანი,, და არ დაეთმო ძალაუფლება ოპოზიციისათვის.
დეტალურად აღწერს ადამიანი ყველაფერს, მე ვერაფერს დავამატებ და არ დავამატებ!!!
იმათაც მინდა მივმართო და ვკითხო ვის მხარესაც ვიბრძოდი, ბოლოს ჩემში ეჭვი რომ შეგეპარათ, მითუმეტეს გვერდში დგომით რომ არ გამოირჩეოდით ლ.ონიანის რეპორტაჟის შემდეგ ჩემთან მიმართებაში თავს როგორ გრძნობთ? სულ ცოტა ოდენი სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ?
ძალიად დიდი ენერგია და შრომა გავწიე, მართლაც რომ თავ-ფეხებით ვიყავი გადართული ჩემს საქმიანობაში მაგრამ მხარდაჭერის მინიმალიზმი და დაუფასებლობა მივიღე.
მე პირადად მინდა ლევან ონიანს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რაც მან გააკეთა !!!
გამოხვიდე და საჯაროდ, მთელი ქვეყნის გასაგონად ისაუბრო ყველაფერზე ღიად ამხილო ,,გველეშაპი,, და აღიარო ….. ძალიან რთულია და დიდი გამბედაობა სჭირდება ამ ყოველივეს !!!
მადლობა იმისათვისაც რომ თავს უკვე დამნაშავედ არ გვრძნობ, რომ რაიმე დავაკელი და შედეგს რომ ვერ მივაღწიე ჩემი ბრალი არ ყოფილა!!!!
ამ დრომდის გულში ხინჯად მქონდა და რათქმაუნდა გულისწყრომა მუდამ გამყვება და დამრჩება, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ყველაფერი გავაკეთე, პატიოსნად ვიშრომე და ბოლომდე დავიხარჯე.
როდესაც ყველა მხრიდან გიტევენ, გემუქრებიან, გაფრთხილებენ, მეგობრებს გიგზავნიან, ახლობლებს გინერგავენ პროვოკატორებს… და ამ დროს თუ მყარად არ დგახარ, რაც გინდა გააკეთე…
პ.ს. ვერავინ წარმოიდგენს როგორ მენატრება ჩემი სამშობლო, ჩემი ქალაქი, ნათესავები, სამეგობრო…. რამდენჯერ დამსიზმრებია თითქოს არსადაც არ წავსულვარ…
მაგრამ რომ მახსენდება რაც გამოვიარე….
ისევ შიში, სტრესი და პირველ რიგში ბავშვების უსაფრთხოებას ვერ გავრისკავ…
იმედი მაქვს როდესმე დემოკრატია ჩვენს ქვეყანაშიც ამობრწყინდება და დაცულად იგრძნობენ ადამიანები თავს განურჩევლად აზრთა სხვადასხვაობისა, რასისა, ეროვნებისა, რწმენისა თუ შეხედულობის…”
კომენტარები