წალენჯიხის დამეგობრებული უკრაინული ქალაქის იავოროვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, თანაგუნდელების სახელით, სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას და მის მოადგილეს, თამარ ბელქანიას მიმართავს და წერს:
ჩვენი მეგობრობა ამ მშვენიერ კაცთან, წალენჯიხის მერთან გია ხარჩილავასთან, ჩვენს მიწაზე მტრის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ დაიწყო. ომის პირველ დღეებში ბატონმა გიორგიმ გზავნილით გამოხატა მხარდაჭერა ჩვენი საკრებულოს და მთელი უკრაინელი ხალხისადმე და უკვე 2022 წლის მარტში ის პირადად ჩამოვიდა უკრაინაში ჩვენს მხარდასაჭერად. მტერთან ბრძოლა მისთვის ნაცნობია.
დღეს კი ქართველი სამხედროები გვიცავენ და, სამწუხაროდ, იღუპებიან.
ორი წლის განმავლობაში ისინი არაერთხელ დაგვეხმარნენ სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებით და ახლახან გადარიცხეს თანხები უკრაინის დაღუპული გმირების შვილების მხარდასაჭერად.
გულწრფელ მადლობას ვუხდით მერს და ყველა ქველმოქმედს, წალენჯიხის საზოგადოებას
ამ რთულ დროს ჩვენი ოჯახების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. სხვებისთვის გაცემული სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ!
ერთად გამარჯვებამდე! დიდება უკრაინას! დიდება ქართველ ხალხს ❤️
კომენტარები