ავდოკატი, გიორგი ფანცულაია:
“განცხადება ე.წ. #ციანიდის საქმეზე!
უპირველეს ყოვლისა ვულოცავ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს ამ დიდი გამარჯვებას!
გიორგი მამალაძე სიმბოლოა გაუტეხელობის!
ამ საქმეზე თითქმის 6 წლიანი უთანასწორო ბრძოლის შედეგად დადგა ის მომენტი, როცა შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რისთვისაც 6 წელი ვიბრძოდით და ვამტკიცებდით და ეს სიმართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა და აღიარა!
ორმაგად სასიხარულოა, როცა ის მტკიცებულებები, რაც სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა უშუალოდ ჩემი და ჩემი კოლეგების მიერაა მოპოვებული ზოგჯერ სიცოცხლის და უსაფრთხოების რისკის ფასად (სამ სხვადასხვა ფაქტზე ვარ დაზარალებულად ცნობილი გამოძიების მიერ ციანიდის საქმის გამო: #პირველი თუ არ გავჩერდებოდი ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე, #მეორე არგაჩერების გამო ჩემს ავტომობილზე თავდასხმა და #მესამე ასევე უკანონო მოსმენა და თავალთვალი).
მადლობა ყველა იმ კოლეგას ვინც ამ საქმეზე სხვადასხვა ფორმით უდიდესი საქმე გასწია Mia Zoidze , Mishiko Ramishvili , სულხან კომახიძე , Paata Mekhrishvili , Eka Lomidze , Nika Gvaramia . რაც გახდა საწინდარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გამარჯვების, რომელზეც წარმატებით იმუშავა ადვოკატმა დავით ჯანდიერმა.
პირველ რიგში მეუფე #პეტრე ს და ასევე უდიდესი პატივისცემა იმ სასულიერო პირებს, ვინც ე.წ. ციანიდის საქმეზე სიმართლის გამო ყველაფერი დადეს სასწორზე და ასევე უდიდესი პატივისცემა დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრებს ( Raul Agikiani , Tato Shavshishvili და სხვებს) და საზოგადოებას ვინც კონფორმიზმის გამო ან სხვა მოტივებით, უარი არ თქვა სიმართლის მხარეს დგომაზე!
მადლობა #მედიას!
P.S. ეს ნამდვილად იყო ეპოქალური საქმე და ამიტომაც ეწოდა “საუკუნის საქმე”, ვინაიდან დაანგრია მითი სისტემის უძლეველობისა და ამხილა რიგი იმ პირებისა, ვინც ათეულობით წელია საპატრიარქოს ადმინისტრაციიდან ნაწილობრივ დაეპატრონა ჩვენს საუკუნოვან დედა ეკლესიას და ხშირ შემთხვევაში უკანონოდ მართავენ მას…
ადვოკატი გიორგი ფანცულაია 03.11.2022″
კომენტარები