რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, შეკრებილებს ვიდეომიმართვით, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მიმართა:
“მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის! თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია. რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას.
ქართველები არამხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ, თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობლები ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხი დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრი. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენ ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი. დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!” ნათქვამია კიევის მერის მიმართვაში.”
კომენტარები