მწერალი გიორგი კეკელიძე:
,,მადლობა, რადგან ერთი კაცი წინდებს ჰყიდდა და ამ კაცს ქალმა, რომელიც მზესუმზირას ჰყიდდა, უთხრა: მამარდაშვილი გერმანიაში რომ ყველაზე მაგარი გუნდია, იმას სდომებიაო. და ამ კაცმა, კიო, ვიციო და გაიღიმა.
მადლობა, რადგან ამ ხალხს რომ გავცდი, ორი შავოსანი, მოხუცი ქალი მიდიოდა და ერთმა უთხრა, გუშინ როლანდოს გოლი არ გავატანინეთო და მეორემ ჰკითხა: როლანდი ვინ არისო და იმ პირველმა, აღარ ვიცი, რა უპასუხა, რადგან მათაც გავცდი.
მადლობა, რომ მათ მერე რომ კაცი შემხვდა, იმ კაცს ისე ეტყობოდა, რომ ბანკის ვალი ჰქონდა და აღარ ახსოვდა.
მადლობა, რომ ის კაცი სადაც იდგა, იქვე, ფანჯრიდან, მეორე კაცი სიგარეტს ეწეოდა, იმ კაცს ფილტვის კიბო ჰქონდა და აღარ ახსოვდა.
მადლობა, რომ ეს ორი კვირა არ გვახსოვდა რაც არის და იყო მხოლოდ ის – რაც გვინდა.
ეს არის, რაც ფეხბურთს შეუძლია. ეს არის რაც შეგიძლია თქვენ – ეროვნული ნაკრები
ზღაპარი ახლა იწყება. და ამ ზღაპარს ბოლო არ ექნება. თვითონ ზღაპარი იქნება კეთილი და უსასრულო.“
კომენტარები