მადრიდი-თბილისი რეისით სამშობლოში 176 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით სასტუმროებში – „ჰოლიდე ინნი“,“ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ და „ლოპოტა“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.
14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოაწყო. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5311 ადამიანია განთავსებული.
კომენტარები