„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მადრიდში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გვიდასტურებენ.
„გიდასტურებთ, რომ მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ამავდროულად გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და კლინიკასთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 5,232 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 133, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი.
კომენტარები