,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ანა წითლიძე:
,,ამ ამბავზე ბოლო პოსტს დავწერ და არ ვაპირებ მეტი კომენტარი ვაკეთო რომ ქოცებს არ მივცე ზედმეტი რუზრუზის საშუალება.
მაგ სიაში მე 36 ვიყავი, გადანაწილებული მანდატით მოვხვდი…
ხაბე 35 იყო და ბეწვზე შევიდა. სია ჩაკეტა.
ფეხებზე მეკიდა მერამდენე ვიყავი სიაში – არც მიკითხავს. ბევრი მიზეზის გამო.
ისევე როგორც 2016 ში სიიდან რომ ამომიღეს და სხვა ჩასვეს.
ამ ადამიანებს ვინც ფრაქციიდან გაირიცხნენ – ვინ ჰყავდათ მხარდამჭერებად სიაში რომ წერდნენ ძალიან კარგად მახსოვს ყველა ფლანგიდან და უცოდველის მანტიას ნურც ერთი მოისხამთ:)
ამიტომ შეწყვიტეთ ვიწრო მერკანტელური ინტერესებისთვის ბოღმის ნთხევა და ჭკუის სწავლება ან გადაბრალება იქ სადაც ზუსტად იცით ყველაფერი.
ყველაფრის კადრება ტეხავს და პირველ რიგში თქვენზე არ მეტყველებს კარგად.
ნურც იმაზე გათვლით რომ უპასუხოდ დაგტოვებთ ბოლომდე.
რაც მოხდა კარგია ჭკუის სასწავლებლად.
კომენტარები