,,ჭავჭავაძის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:
,,დღეს, კაფეში, ახალგაზრდა მიმტანმა გოგონამ მითხრა, ინებეთ გარლიქის სოუსიო. ეგ რა არის მეთქი და, უი, ქართულად არ მახსოვს მაგის სახელიო. ნიორი მეთქი. მადლობთ, დავიმახსოვრებო. ისე, სულ მავიწყდება ქართული სიტყვები, იმ დღეს სულ სფუნ სფუნს ვიძახდი, “კოვზი” ძლივს გავიხსენეო. საუბარი გავაგრძელეთ, მაგარი ჰეფი ვარ, სამსახურამდე ფიტნესში ვიყავი ვორქაუთზე, ახალი ქოუჩი მყავს, ცოტა უნდა გავხდე, დინერზე ჩიქენის გარდა არაფერი ჭამო, დამარიგაო, გვიან რაღაც ველქამ ფართი ქონია გრინ ჰილ რეზიდენსში თუ ჯუილ გრანდ პალასში, ჩემი “საუკეთესო მეგობარია” ორგანიზატორი და უნდა დავასაფორთო, მანამდე მაღაზიაში გავლას თუ მოვასწრებ, კარგი იქნება, რაღაც მაქვს საყიდიო.
მოკლედ, კაი გოგო იყო ძაან. უბრალოდ, ეს “მაღაზია” საიდან მოიტანა, ვერ გავიგე. თქვი, რა, ქართულად – მარკეტი!»
კომენტარები