ამ წუთებში, საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ კიდევ ერთხელ გააცნო ადამიანებს პატრიარქის რეკომენდაციები და შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა იყო საგანგებო მდგომარეობის დროს, 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვასთან დაკავშირებით და ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხეს, ვინ გადაიხდის იმ ადამიანების ჯარიმას, რომლებიც შესაძლოა დააჯარიმონ იმისათვის, რომ სამ ადამიანზე მეტნი არიან თავმოყრილნი.
ანდრია ჯაღმაიძე:
მლოცველები დგანან გარეთ, ღია ცის ქვეშ, დისტანციის დაცვით. არ იკრიბებიან შენობაში.
მაღაზიის წინ ხომ დგანან ადამიანები რიგში? ვინმემ განსაზღვრა რამდენი ადამიანის დადგომა შეიძლება რიგში და რამდენ ხანს? აჯარიმებს ვინმე? როგორც ისინი იცავენ რიგის დროს დისტანციას, ასე იცავს მრევლიც დისტანციას და ისინიც დგანან ღია ცის ქვეშ.
ჩვენ როდესმე ვთქვით რომ არ ვემორჩილებით საგანგებო მდგომარეობას, ან არ ვიცავთ რეკომენდაციებს?
ჩვენც ვურჩიეთ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, დარჩნენ სახლებში.
რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარების წესს, სინოდმა ამაზე იმსჯელა და ეს წესი არ შეიცვლება.
კომენტარები