გამთენიისას ბარიდან ორივე ერთად გასულა მაღზიაში, ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ გამყიდველი არ ადასტურებს, რომ ნახა ისინი – ამის შესახებ, დაღუპული ახალგაზრდა ქალის, ბაია ბერუაშვილის მეგობარი აცხადებს.
მისივე თქმით, ბაია ბერუაშივილსა და გიორგი შალამბერიძეს შორის რაიმე სახის ურთიერთობა, გარდა თანამშრომლობისა გამოირიცხება.
“ბაია, ქუთაისში გაიზარდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა დედასთან ერთად და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. ჩემი მეგობარი 28 წლისაა, ძალიან სერიოზული და კარგი გოგოა, სიმშვიდისა და სითბოს განსახიერება, ამდენ ხანს ახლობლებს არ ანერვიულებდა. როგორც ვიცი, მათ შორის არანაირი სიყვარული და არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან.
გამთენიისას ბარიდან ორივე ერთად გასულა მაღზიაში, ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ გამყიდველი არ ადასტურებს, რომ ნახა ისინი. 21-ე საუკუნეა, აქამდე ხომ უნდა ამოეღოთ ვიდეოთვალის ფირები? კანონით, 48 საათის მერე იწყებენ ძებნასო და იქნებ როგორ უჭირდათ? იქნებ ვინმემ რაღაც დაალევინათ, გათიშულები არიან და სასწრაფო სჭირდებათ? საინტერესო ისაა, რომ ორივემ საკუთარი ჩანთა და მობილური ბარში დატოვა. ეს რას ნიშნავს, ვერ ამიხსნია. ბაია უმშვიდესი, უწყნარესი გოგო იყო, ისეთი, საუბრით რომ მოგარჩენს. მანამდე “ბორმენტალში” მუშაობდა ფსიქოლოგად, იქედან წამოვიდა და მას შემდეგ “ბაუჰაუსში” მუშაობს. იმ ბიჭზე, გიორგიზე ბევრი არაფერი ვიცი, უბრალოდ ის, რომ თანამშრომელი იყო. მასაც კარგად ახასიათებენ, მშვიდი, წყნარი ბიჭიაო – ამბობენ. თანამშრომლები გატაცებას გამორიცხავენ… რა გითხრათ, არანაირი ვერსია არ მაქვს.”
შეგახსენებთ, რომ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.
სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 21:00 საათზე შევიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელებმა, მტკვარზე ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ორივე ახალგაზრდის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
„მეტრონომი“
კომენტარები