საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე, სადაც სხვა ტელეკომპანიების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ, ის მიწვეული არ ყოფილა.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა შერჩევით იყო გაკეთებული. მე არ ვიყავი მიწვეული და არ ვიცი, რა გითხრათ. ვისაც უნდათ, მათ დაპატიჟებენ. როგორც ვიცი, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საინფორმაციოს უფროსი იყო მიწვეული. ეს პოლიტიკურად მოხდა, გამოვრჩი თუ როგორ მოხდა, ეს მასპინძლის ნებაა მთლიანად. მე როცა სახლში ვიწვევ სტუმრებს, ვისაც მინდა, იმას ვიწვევ“
კომენტარები