მომღერალი სოფო ნიჟარაძე “ვანოს შოუ”-ში: “გამოვჩნდი და შემიძლია დაგტოვო და წავიდე, ხდება რამე სასაცილო ჩემ ცხოვრებაში?”
სოფო, თავის ქალიშვილზე, ელის-მარია სააკაშვილზე საუბრისას, ამბობს:
“იყო ძალიან წყნარი, მშვიდი, ადვილად გასაზრდელი. პანდემიის პერიოდში, სიწყნარეში იზრდებოდა, რომ ჩამოვედით, საქართველომ გააგიჟა, ძაან ცელქია, ჩხუბობს, მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს ყველა და თითს გვიქნევს. უფროსია ჩვენი. სწრაფად დადის, დაადებს თავს და მოკიდებს ხელს თავისი ბავშვის ეტლს ხელს და მიქრის, არც მელოდება. დაადებს თავს და მიდის… სხვადასხვანაირი კუბიკები გვაქვს, აშენებს, მერე დაანგრევს, მერე ისევ აშენებს. წლის და 8 თვის არის, ჩემი ბიძა პედიატრია და ეუბნება, დაიწყე ლაპარაკი, უკვე დიდი ხარო და არ მესიამოვნა, რას ქვია დიდი გოგო ხარ-თქო და ვუპასუხე, რა გინდა, სამ ენას გფლობს სრულყოფილად-მეთქი. მართლა სამი ენა ესმის, ქართული, რუსული და ინგლისური და აირია ახლა, დედა რა ენაზე თქვას, ბურთი რა ენაზე…
მხოლოდ ჩემთან იძინებდა და ერთი პერიოდი, მთხოვდა რომ მემღერა ძილის წინ, ისე არ იძინებდა, ყოველი საღამოს 40 წუთი მჭირდებოდა იმისთვის, რომ დამეძინებია, 40 წუთი ვმღეროდი, სოლო პროგრამა მქონდა, პრაქტიკულად მომღერლობა არ შემიწყვეტია, ყოველ საღამოს ერთი მსმენელის წინაშე მქონდა საკონცერტო პროგრამა. ერთხელაც მგონია უკვე დავაძინე, 45 წუთია ვმღერი, თვალები დახუჭული აქვს და ნელ-ნელა უნდა ავდგე და გავიდე, უცბად წამოხტა და ტაში დამიკრა… მოეწონა, ეტყობა, რომ გამეცინა და ამის შემდეგ, რეგულარულად აპლოდისმენტების თანხლებით… დამიკრავდა ტაშს და მერე იძინებდა”
კომენტარები