დღეს ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძე იქნება. ინფორმაცია ამის თაობაზე ოფიციალურად დადასტურდა.
ცნობილ მსახიობს და მომღერალს სოციალურ ქსელში, გეგა კობახიძის დედის ნათელა მაჭავარიანის განცხადება გაახსენეს. როდესაც მან თქვა, რომ ბუბა კიკაბიძე იყო ადამიანი, რომლის მეშვეობითაც მსახიობ გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერები პარლამენტიდან სწორედ ბუბა კიკაბიძემ გაიწვია.
“პრაიმტაიმი” ნათელა მაჭავარიანს დაუკავშირდა და “ენმ”-ს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა.
– ბუბა კიკაბიძე საერთოდ არ ახსენოთ ჩემთან. ძალიან გთხოვთ. მე მაგას საერთოდ არ ვთვლი ადამიანად. იმის მერე რაც გააკეთა, სულ იძახოდა “ქალაქელი კაცია, ქალაქელი კაცია.
არც მინდა მაგაზე საუბარი, ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს, არც მომღერალს და არაფერს. უსინდისობის უსინდისობაა მისი სიაში ჩასმა იმის მხრიდანაც ვინც პირველ ნომრად ასახელებს და თავადაც არ აქვს თავმოყვარეობაც.
– მას შემდეგ ერთხელ მაინც არ შეგხვედრიათ?
– ერთხელ შემხვდა დიდი ხნის წინ. მე უბრალოდ ვუთხარი “მაგარი კაცი ხარ-მეთქი”, მეტი არაფერი არ მითქვამს, თვითონ არაფერი არ მითხრა. ვერც ვერაფერს მიპასუხებდა.
ვინანე, არ უნდა გამეხმოვანებინა მაგის არაკაცობა, შვილები და შვილიშვილები ყავს. ყველაფერი არქივში მაქვს ჩაბარებული და როცა აღარ ვიქნები, გაიხსნება ის არქივი და გაიგებს ხალხი ვინ ვინ არის.
ვინც ეგ პირველ ნომრად წამოაყენა, მაგ პარტიას მე საერთოდ არ ვცემ პატივს, არაფერი მიკვირს მათგან.
შეგახსენებთ, ნათელა მაჭავარიანის ვაჟი, გეგა კობახიძე 1984 წელს დახვრიტეს.
კომენტარები