უკრაინის შეაირაღებულ ძალებში შემავალი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ახსენებენ იმ თემატიკას, საერთოდ გაგებაში რომ არ არიან, ღუდუშაური (ალუდა) საერთოდ არ ვიცი ვინაა, ღარიბაშვილი კი გამიგია, საქართველოს პრემიერ–მინისტრია, რაზეა ლაპარაკი? ცდილობენ ჩვენ დისკრედიტაციას. დაავალა, ალბათ, კრემლმა, დისკრედიტაცია მიმდინარეობდა 9 წლის მანძილზე რაც აქ ვარ და ამაში არაფერი ახალი არ არის. ახალი ნოტები შეიტანეს ახლა მოქალაქეობის ჩამორთმევა და რაღაცეები. იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმართებიან კრემლიდან, მგონი კანონზომიერია ასეთი განცხადებები. გასაკვირს ამაში ვერ ვხედავ. სამწუხაროა, იმიტომ რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაა, მაგრამ დღეს უკრაინაში მებრძოლი ქართველები უფრო წარმოადგენენ საქართველოს, ალბათ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. მაგიტომ გვეპატიჟებიან, ალბათ, ჩვენ ევროპარლამენტის წინ გამოსასვლელად და არა ღარიბაშვილს.”
კომენტარები