“მაგნიტსკის სიის” ქართულ ვერსიაზე მუშაობა იწყება – სააკაშვილის ადვოკატი, ოპოზიციის წევრებთან ერთად კონსულტაციების იწყებს. სიაში უნდა შევიდეს ყველა ის პირი, რომელსაც, სააკაშვილის მხარდამჭერების თქმით, ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში.
შეხვედრა შალვა ხაჭაპურიძეს, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძესა და იურისტების ჯგუფს შორის პარლამენტში მიმდინარეობს.
“მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ ამ იურისტების ჯგუფს შევხვედროდი, გავცნობოდი მასალებს, რა მზადდება რომელ პირებზე მზადდება, ჩემი მხრიდან, თუ რამე იქნება საჭირო მტკიცებულებები იმ საქმის, რომელსაც მე წარვმართავ და ხელმძღვანელობ, ეს მტკიცებულებები გადავცე ამ ჯგუფს. მისი პოზიცია გახლავთ ის, რომ, ამ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ და იღებდნენ მონაწილეობას იმ კანონდარღვევებში, რაც არაერთხელ გვინახავს” – აცხადებს ხაჭაპურიძე
კომენტარები