ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი, უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“დიდება მარიუპოლის მცველებს და იქ დარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს! ქალაქი-ლეგენდა მარიუპილი დიდებულად, სასწაულებრივად გმირულად დგას! ყაენმა რაღაც ბრძანებები გასცა, დაბომბვა შეწყდეს, ბლოკადა გაგრძელდესო, მისმა ტიკტოკერებმა რაღაც ვიდეო ჩაწერეს, ურდოს რაღაც ნაწილების გადაადგილებები შეინიშნება, რეალობა კი ერთია: ურდო ვერ იღებს აზოვსტალს და სანაპიროს ნაწილს და ვერც ვერასდროს აიღებს! ჩვენი გმირები ამასობაში მათ ტექნიკას და ორკებს ყოველდღიურად ანადგურებენ!
აღმოსავლეთის ფრონტზე ურდომ ვერცერთ მიმართულებაზე ვერ შეძლო წინ წაწევა! ვერც ვერასდროს შეძლებს!
მითუმეტეს, რომ წამოვიდა როგორც იქნა მძიმე არტილერია! ჩვენი ბიჭები ამ დღეებში აღიჭურვებიან ამერიკული ჰაუბიცებით, ევროპული მძიმე არტილერიით და ტანკებით! ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, 1.5 მლრდ ევროს ღირებულების იარაღის უკრაინისთვის შესყიდვის თაობაზე! პირველად თავის ისტორიაში! მოკლედ რაც აქამდე დააკლდა ურდოს, შემდეგ კვირაში ერთი ასად მოხვდებათ!
გუშინ მშვენიერი ნადავლიანი დღე გამოდგა თან!
3 თვითმფრინავი ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებაზე, 3 ვერტმფრენი, მათ შორის ერთი კა-52 და 2 სატრანსპორტო, გაძეძგვილი ორკებით (დაიფერფლა ბოლომდე), 10 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ტანკი, 10 ჯავშანმანქანა და 200-ზე მეტი ორკი კობზონის კონცერტზე!
დასავლეთის დიპლომატიურ ფრონტზეც მაგრად მუშაობს ზელენსკი და მისი გუნდი! მეგობრებიც მაგარი ჰყავს! მარტო ბრიტანელი პრემიერი ბორის ჯონსონი რომ გყავს ძმაკაცებში, უკვე მაგარია – რუსეთი თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე გაფართხალდება, არავის ვკითხავ ნატოში, ისე დავაბაბანებ საპასუხოდო! მისი საგარეო მდივანი ლიზ თრასი კიდევ პოლიტიკურად ასამარებს რუსეთს და მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის ითხოვს რუსეთის პასუხისმგებლობას!!
ესტონეთის და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ურდოს მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეებს და სამხედრო დანაშაულებს მისცეს გენოციდის კვალიფიკაცია!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები