უფლებადამცველი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს სიუჟეტი რა არის და რას ემსახურება? ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი სისტემატურად ავიწროებს საკუთარ კლიენტებს. უკვე სამი ასეთი ქალი შეგვეხმიანია. ამ კაცზე ამოწერილია შემაკავებელი ორდერი, რომელიც სასამართლომ ძალაში დატოვა. საქმე იხილება ადვოკატთა ეთიკის კომისიასა და ომბუდსმენთან. ისეთი არაადეკვატურია ტიპი, რომ ყველას უჩივის ომბუდსმენიდან დაწყებული ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარით და დირექტორით დამთავრებული. ეხლა რაღაც ცირკაჩობა დადგა და დიდი ამბით ცალმხრივად შუქდება ეს ამბავი. ჰოდა, მაგრად ტეხავს Nodar Meladze, წეღან მომწერა პირველად შენმა ჟურნალისტმა და თურმე ეს სიუჟეტი უკვე გასულა ეთერში, ამ წამს ვნახე. ამ კაცის ძალადობაზე უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და უფლებადამცველი რომ მსხვერპლს იცავს, ეგ რანაირად შეიძლება ჩაითვალოს ვინმეს თვითმკვლელობამდე მიყვანად? სრულიად წარმოუდგენელია. ტეხავს! Vato Tsereteliინგა გრიგოლია“
კომენტარები