ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი:
“ალიო, ალიოშა … კიარადა “მაგთი”, სულ “განაგლდით”, ხომ ? ???
ჯერ ის არ გვეყოფოდა, რომ მობილური ინტერნეტის ერთკვირიანი პაკეტი “ნი ს ტავო, ნი ს ჩივო” ორიოდე თვეში 80%-ით გააძვირეთ და 5 ლარის ნაცვლად 9 გახადეთ, ეხლა კი მესიჯი მომივიდა, რომ თურმე “სავლეს პავლე” დაერქვა და ამიტომ ტელევიზიის და ინტერნეტის პაკეტი 5 ლარით უნდა გამიძვირდეს. ანუ “აჭარასპორტს” ეხლა “სეტანტა” ერქმევა და ამის გამო 5 ლარით მეტი უნდა გადავიხადო ! “აჭარასპორტი” და “სეტანტას” ორივე არხი ძველ პაკეტში ისედაც მქონდა და სახელის შეცვლის გამო, მაინც სამი სპორტული არხი რომ რჩება, ეს ფასმატება მომხმარებელს რატომ უნდა ეხებოდეს ? მით უმეტეს, რომ ისედაც და ასედაც, სამივე მაინც “აჭარაბეთს” ეკუთვნის ? მე რაში მანაღვლებს ერთი და იგივე კომპანია თავის შვილობილებს რა სახელით გადანათლავს, თუკი რაოდენობრივად ჩემთვის არაფერი იცვლება ? უსინდისობის პიკში რომ ხართ, არ იმჩნევთ ხომ?”
კომენტარები