სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან, ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
გაფიცული თანამშრომელი მედიასთან ამბობს:
“ვითხოვთ ხელფასის მატებას, რომელიც არის მინიმალურ ზღვარს მიღმა. მატება იყო ხელფასების პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, იმის ხარჯზე რომ თანამშრომლები გაუშვეს. სრული ქაოსია კომპანიაში, ვაპირებთ გაგრძელებას გაფიცვის”
არსებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თანამშრომელთა მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ამ დროითვის ქვეყნის მასშტაბით სერვის ცენტრები პარალიზებულია.
კომენტარები