აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის საკითხში ჩინეთისგან გამჭვირვალობა მოითხოვა.
„ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი უხანში გაჩნდა. ვიცით, რომ ბაზრობიდან რამდენიმე კილომეტრში უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მდებარეობს. კიდევ ბევრის გაგება მოგვიწევს და აშშ-ის ხელისუფლება ბეჯითად მუშაობს იმაზე, რომ ეს გავიგოთ. საჭიროა, რომ ჩინეთმა ინფორმაცია გაამჟღავნოს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ Fox News-ის ეთერში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთის ხელმძღვანელობა ამ ვირუსზე ინფორმაციას მანამ ფლობდა, სანამ ფართო საზოგადოებას გააცნობდა.
„ეს სახიფათოა. ბევრი გადაადგილება და მოგზაურობა მოხდა მანამ, სანამ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მკაფიოდ განაცხადა, თუ რა მოხდა“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
კომენტარები