ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე პროკურატურაში მივიდა.
ვატო წერეთელი პროკურატურას და მოსამართლეებს აფრთხილებს, რომ ამ საქმეს ვერ გაექცევიან:
“პირველ რიგში, მაინტერესებს ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა საქმე და ამაზე მოვედი გამოსაკითხად, თუ დღეს მოვისმინე, რომ ანრი ოხანაშვილს შეუტანია საჩივარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მხრიდან ვარ დაბარებული. პროკურატურა ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, აღბეჭდილია კადრებად, მთავარია მოითხოვს და საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას…
ნება აუცილებლად იქნება, ნიკა გვარამიაც გარეთ იქნება ძალიან მალე და მის ოჯახთან ერთად იქნება. პროკურატურას ნება აქვს თუ არ აქვს, მოუწევს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ვერ შემოდებს თაროზე, იმიტომ რომ კარგად უნდა ესმოდეს პროკურატურას, რომ ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, მივმართავ იმ მოსამართლესაც, კლანის წევრს, რომ ძალიან კარგად იცით ყველაფერი როგორ ხდება და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა აშშ-ს ტერიტორიაზე, ამიტომ მოსამართლესაც მივმართავ, რომ ფრთხილად იყავით”.
ცნობისთვის, აშშ-ს ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლით დაიწყო.
კომენტარები