ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მატრაკვეცობის განმარტებაა – გადამეტებული მეტიჩრობა. და როგორც ყოფით ცხოვრებაში არ ვარგა მატრაკვეცობა, მითუმეტეს არ ვარგა ის პოლიტიკაში და დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა.
როდესაც იცი თუ რა პოლიტიკური კულტურა გაქვს ქვეყანაში, რა დესტრუქციული პარტიებით გაჯერებული პოლიტიკური სპექტრი გყავს, რა საჭირო იყო ეს „დემოკრატიული მატრაკვეცობა“ და ოპოზიციისთვის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების ბოძება?!
მაინც არ დაგვიფასეს და დემოკრატიის უკუსვლაში გვადანაშაულებენ ისინი, ვის წინაშეც ვმეტრიჩობდით ამ დემოკრატიული სიახლით. ჰოდა, ეხლა იმკით პოლიტიკური მატრაკვეცობის შედეგს!”
კომენტარები