ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე წერს:
“ევროკავშირში კანდიდატად გაწევრიანების მოლოდინში მყოფებმა მაინც საკადრისად ვერ შევაფასეთ ღარიბაშვილის მიერ ყატარში ნათქვამი სიტყვები, რომ საქართველო ნატოში მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შევა, როგორც ამას ითხოვენ ნატოს ქვეყნებიო. ეს იყო ანტიკონსტიტუციური და დანაშაულებრივი სიცრუე. არავინ ითხოვს, რომ ნატოში გაწევრიანებას წინ უძღოდეს ტერიტორიების დაბრუნება. პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოში ტერიტორიების გარეშე ხომ არ შევალთო.
ღარიბაშვილი და მისი მთავრობა უნდა გადადგეს. შეუძლია რუსეთის სპეცსამსახურებთან და რუსეთის სანქცირებულ პატრიარქ კირილთან მოთანამშრომლე ვინმე ხიდეშელთან ერთად აიშენოს სასტუმრო იორდანიაში, რომელსაც სულიერ ცენტრად ასაღებს და იჭყუმპალაოს მდინარეში რამდენიც უნდა პერსონალურ მღვდელთან ერთად. ოღონდ ამ ”ცენტრში” ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ უნდა დაიხარჯოს.”
კომენტარები