ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია :
“ელენე ხოშტარიას მიმართაც დადებითი განწყობა მაქვს, გიორგი ვაშაძის მიმართაც, ზურა ჯაფარიძის მიმართაც, მაგრამ ამ სამი ადამიანის ერთიანობის პერსპექტივაზე, თუნდაც მხოლოდ მოკავშირეობითზე, ისე როგორც ნებისმიერ მსგავს შესაძლებლობაზე, მაინც სიცილი მიტყდება და რა ვქნა.
ზოგადად, ვერ გაიგო ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომ ეს ეკლექტური, ყალბი და დროებითი გაერთიანებების ეპოქა დასრულდა ან მსგავსი შერწყმა მხოლოდ ერთი პოლიტიკური აქტიორის ანუ ერთი პარტიის ფორმატში თუ შეიძლება, ისიც, მგონია, რომ ნაკლებად შედეგიანი იქნება, მაგრამ მორჩა მეგობრებო ეს პოლიტიკური ეპოქა, მორჩა და ჩვენი პოლიტიკოსები მაინც არ იტეხენ იხტიბარს.”
კომენტარები