ფოტო – გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები, წყარო – aboutguria.blogspot.com
ადვოკატი, კახა ჩავლეშვილი:
ოზურგეთელი „დამრტყმელების“ შესახებ ხშირად გამიგონია ბავშვობაში. ბევრი ვეძებე მაგრამ მათ შესახებ რაიმე წერილობით წყაროს ვერ მივაგენი, თუ არ ჩავთვლით გრულების დუელს „მახინაჯარას“ რომლის წესებიც წააგავს დამრტყმელების ორთაბრძოლას.
.
„მახინჯარა“ ანუ გურულების დუელი იარაღის გამოყენებით ხდებოდა და ხშირად მსხვეპლითაც მთავრდებოდა. მახინაჯარასაგან განსხვავებით დამრტყმელები ორთაბრძოლისას იარაღს არ იყენებდნენ. ოზურგეთელი „დამრტყმელები“ მათი კანონსაწინააღმდეგო არაფორმალური ავტორიტეტის თვალსაზრისით, ძველი გურული ფირალების ერთგვარ მემკვიდრეებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.
.
ეს ამბავი ასე ყოფილა: ძველი დროის ოზურგეთელ ბიჭებში ძალიან გავცელებული იყო კრივის ოზურგეთული ნაირსახეობა, უფრო სწორედ, რომ ვთქვათ ხელდახელ ჩხუბი. კარგი მოჩხუბარი ოზურგეთში დიდ ავტორიტეტს და საზოგადოებაში დიდად პატივცემულ პიროვნებას წარმოადგენდა. ჩხუბის წესები ასე ყოფილა: ერთი-ერთზე, აკრძალული იყო ყოველგვარი იარაღის ხმარა და წაქცეულისათვის დარტყმა. როგორც ამბობენ აქაური კარგი მოჩხუბრები მუშტთან ერთად ხშირად “წაღმა-უკუღმა” გაშლილ ხელს ხმარობდნენო, გაშლილი ხელით ჩხუბი უფრო ძნელი ყოფილა და მეტ დახელოვნებას საჭიროებდა, გაშლილი ხელით ჩხუბში გამარჯვება კი მოჩხუბარის “მაღალი კვალიფიკაციის” დასტური, გალახულისათვის კი დიდი სირცხვილი იყო.
.
ჩხუბისათვის დიდი მიზეზი საჭირო არ იყო, რომელიმე ცნობილი მოჩხუბარი თუ გაიგებდა, რომ ისეთი დამრტყმელი გამოჩნდა რომელთანაც ნაჩხუბარი არ ჰქონდა, მიადგებოდა ძმაკაცებთან ერთად და ეტყოდა – „წამოი დავარტყათო!“ ისიც მიყვებოდა, უარის თქმა დიდი სირცხვილი იყო, ორივე მხარეს მისი ხალხი გაყვებოდა, გავიდოდნენ ბჟუჟის ან ნატანების პირას და დასცხებდნენ ერთმანეთს. ჩხუბის მერე კი შერიგდებოდნენ, რასაც ხშირად ქეიფი და ძმობის შეფიცვა მოსდევდა. მაშინ ყველაზე უფრო კარგი საქეიფო ადგილი ოზურგეთში შესაფერისი სახალხო დასახელების მქონე სასადილო „ლეწე“ ყოფილა, სადაც როგორც ამბობდნენ ასეთი „რიტუალი“ ხშირად ჩატარებულა.
.
ისეც იყო, რომ ვინმე მოჩხუბარი დაიტრაბახებდა – მე ყველაზე მაგარი ვარო! რაც ყველა დანარჩენი მოჩხუბარის შეურაცყოფას ნიშნავდა და მოტრაბახის ჩხუბში გამოწვევაზე გრძელი რიგიც დგებოდა. ყოფილა ისეთიც, რომ საჩხუბრად „გასტროლებზეც“ წასულან, ისეთიც იყო საჩხუბრად ოზურგეთშიც ჩამოდიოდნენ. გაგონილი მაქვს თბილისიდან ვიღაც მაგარი მოკრივე ჩამოსულა, რომელიც აქაურ დამრტყმელს ,,წაღმა-უკუღმა,, ხელით გაულახავს, რასაც ოზურგეთელთა გული ძალიან გაუხარებია. არც გალახულის და არც გამლახველის სახელი არ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული ლექსის ნაწილი, გალახულს უთქვამს – „ოზურგეთო ბატონო ბარგი უნდა ავკონოო“.
.
დამრტყმელების „ეპოქა“ გასული საუკუნის სამოციან წლებში სრულდება და საქართველოში შემდეგში გავითარებული მოვლენების შედეგად ოზურგეთის ისტორიის ერთგვარად საინტერესო პერონაჟი – „დამრტყმელი“ „ძველმა ბიჭმა“ შეცვალა, ამ „ახალი ეპოქის“ დადგომისთანავე დასრულებული სახით ისტორიასვე ჩაბარდა ეს ყველაფერი თავის ფირალებიან დამრტყმელებიანად. თუმცა ძველი ოზურგეთელები ახლაც სიამოვნებით ყვებიან „დამრტყმელების“ შესახებ ამბებს.
კომენტარები