ყოფილი პარლამენტარი, თეო ტლაშაძე:
„-ოდესმე, ვინმეს, ჩემთვის რომ ქვეყნის მოღალატე, გამყიდველი აგენტი…..დაეძახა და პლუს რაღაცა მოეყვანა ფაქტად ან ფაქტებად, გული დამიავადდებოდა თუ
ვერ შევძლებდი დამტკიცებას, რომ ეს შეცდომა, ცილისწამება, ანგარიშსწორება, პოლიტიკური დევნა იყო.
განვლილი წლების მანძილზე, არაერთი ასეთ იარლიყმიკრული პოლიტიკოსი, არასამთავრობო, ბიზნესმენი, სპორტსმენი, მომღერალი…..გვინახსვს.
სხვისი არ ვიცი და მე აუცილებლად მოვითხოვდი საქმის გამოძიებას, რათა დამემტკიცებინა ყველასთვის სიმართლე.
თუმცა, გინახავთ ვინმე რომ ამ ბრალდებას შეეწუხებინოს?! შენც არ მომიკვდე!
სწორედ დღეს აქვთ შანსი ასეთებს, გამოვიდნენ და თქვან: ჩვენ ტყუილად დაგვაბრალეს ქვეყნის ღალატი
და თუ იქნება კანონით განსაზღვრული, რომ ღია იყოს ყველა ფინანსური ტრანზაქცია, მიზნები, გეგმები, სხვაც დაცული იქნება შემდგომ ცილისწამებისგანო.
-სამწუხაროდ არავის აწუხებს რაც გინდა უწოდე, აკადრე, დააბრალე, თუნდაც გამოაშკარავე.
არაერთხელ აუფრიალებიათ ქართველებს შორის “წითელი ნაჭერი” დაინტერესებულ სუბიექტებს, ქვეყნებს, მტრებს…..
გული მეკუმშება, როდესაც ქართველი, ქართველს ხელს უღერებს, მუშტს ურტყამს, გაზს ასხავს თვალებში…..
ახლახან, ერთ-ერთ სკოლის მოსწავლეს კითხეს გადაცემაში, რა საგანს დაამატებდი სკოლაშიო და იცით რა უპასუხა?! დიალოგის და დებატების კულტურასო, ბავშვებიც კი შეწუხდნენ ჩვენი უტაქტობით, უზრდელობით, შეუგნებლობით, ბილწსიტყვაობით.
მართლაც სასწრაფოდაა ეს საგანი დასამატებელი
და ბოლოს:
ერთ ასეთ მაგალითსაც გავიხსენებ.
2008 წლის ომის დღეებია, მაშინდელი ოპოზიცია შეკრებილი ვართ არაყიშვილზე, კონსერვატორების ოფისში, გვიანი ღამეა და ვბჭობთ, ვაანალიზებთ , ვგმობთ, მოკლედ დაზაფრულ-დამწუხრებულები ვართ ყველა.
კავშირი გვაქვს საელჩოებთან, შევცქერით ინფომაციებს.
რაღაც მომენტში, მოდის ერთ-ერთი ევროპული საელჩოს წარმომადგენელი, რაღაცაზე ვისაუბრეთ და წავიდა, რამოდენიმე წამში შემობრუნდა და გვეუბნება, უნდა გაგახაროთ: ვინც თქვენ დაგარბიათ 7ნოემბერს, ისინი არიან დახოცილები ყველაო, მახსოვს გოგა ხაინდრავას რეაქცია, წამოხტა და ეუბნება, შენ გგონია გაგვახარეო, ისინი ჩვენი ძმები და შვილები არიან! ეს სისულელე არ გაიმეოროო….
ხოდა, სისულელე არ გაიმეოროთ!
ერთმანეთი გვიყვარდეს!
ჩვენს ქვეყანას გავუფრთხილდეთ!
წინ, საქართველოს და ქართველთა ერთიანობისკენ“
კომენტარები