პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი:
“- ალო!
– და?
– გამარჯობა, თქვენი განცხადება ვნახე მაიჰოუმზე, ისევ აქირავებთ ბინას?
– აა, დიახ. რამდენიმე განცხადება მიდევს, თქვენ რა ფასიანზე მირეკავთ?
– 400$, 1240 ლარი აწერია.
– აა, მანდ შეცდომაა ვალუტაში, 1240 $ უნდა ეწეროს.
____
1-2 ჯერ გგონია რო შეცდომაა, მერე აღმოაჩენ რო მაკლერების ახალი თაღლითობაა, რუსებსა და ბელორუსებს აგოიმებენ. ეუბნებიან – ლარში აღნიშნული თანხა, რეალურად დოლარშიაო.
მეიჯარე რომელიც 800 ლარიან ბინას (გაძვირების გათვალისწინებით) 1500 ლარად აქირავებს, მაკლერები ამ ბინას კი 1500 ლარად დებენ, მარა დარეკვისას 1500 $-ს გეუბნებიან.
შესაბამისად გარდა გაზრდილი მოთხოვნისა (30-50%), ფასები ხელოვნურადაა ავარდნილი (200-300%) და იქმნება ილუზია უძრავი ქონების გაძვირების.
ბოლო ჯამში ბაზარი ჩამოიშლება, დასტაბილურდება და მიუახლოვდება რეალურს, მაგრამ ჩამოშლამდე დიდ ზიანს მიაყენებს მოსახლეობას. ჩამოშლის შემდეგ კი, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიყოლებს. ბოლოს ხახვის ფასი ექნება უძრავ ქონებას. (მოკლე პერიოდში ვინც მოასწრებს, იხეირებს)
რასაც ვეღარასდროს გამოვასწორებთ, არის:
ჩამოშლის და დასტაბილურების შემდეგ მივიღებთ შეცვლილ დემოგრაფიას და შეგვრჩება ქალაქი (ქვეყანა) სადაც
- ცენტრალური ნაწილში კონცენტრირებული იქნებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სიძვირის მოუხედავად ახერხებენ უძრავი ქონების დაქირავება/შეძენას,
- ქალაქის გარეუბანსა და პერიფერიაში გადანაწილდება ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც მაღალი ფასის გამო გააქირავეს (გაყიდეს) თავიანთი ბინები და თავად გარეუბანში გადავიდნენ (იაფად),
- გარეუბანში გადაინაცვლებს ის რაოდენობაც, ვინც მანამდეც და ისედაც იჯარით სარგებლობდა და გაზრდილი ქირის გამო მოუწიათ ბინის დაცლა, იაფი ვარიანტის ანუ გარეუბანში ძებნა.
ბოლო ორი კატეგორიის გარეუბანში გადანაცვლება, გარეუბანშიც გაზრდის მოთხოვნას და შესაბამისად – ფასს. იქაც იგივე სცენარით, მოიჯარეებს დაცლას მოსთხოვენ, რომლებიც კიდევ უფრო შორს დაიწყებენ ძებნას + არსებული და ახალი მეიჯარეები, რომლებიც თავადაც იაფიან, ანუ უფრო პერიფერიაში გადაინაცვლებენ და აშ…
სერიიდან: ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ ბიძი, რუსი ჩვენი ერთმორწმუნეა ბიძი. ჩვენს ძმებთან ვიზა რას გვინდა ბიძი?! – ამ დროს ტელეფონის ზარი აწყვეტინებს საუბარს და პასუხობს: და, და, სლუშაიუ…
2 სერიიდან: 32 კგ. იან სსრკს დროინდელ ჰანტელს ხო არ ყიდით? 10 000 ლარს გადავიხდი დღესვე. ვაახ რა გახდა? ყველა გირებს რატო ეძებს?”
კომენტარები