საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააკმაყოფილა პრემიერ გაბრეილ ატალის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. პრეზიდენტის ოფისის ცნობით, დროებით მთავრობას შეზღუდული უფლებამოსილებით გაბრიელ ატალი უხელმძღვანელებს, სანამ ახალი მთავრობა დაინიშნება.
საფრანგეთის ცენტრისტი პრემიერმინისტრი გაბრიელ ატალი და მისი მთავრობა დარჩებიან მოვალეობის შემსრულებლად, რაც დამატებით დროს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც 7 ივლისის არჩევნების მეორე ტურმა ეროვნული ასამბლეა უმრავლესობის გარეშე დატოვა.
კომენტარები