ჰააგის სასამართლომ დონეცკიში 2014 წელს სამოქალაქო თვითმფრინავზე თავდასხმაში ბრალდებულები: სერგეი დუბინსკი, ლეონიდ ხარჩენკო და FSB-ს ცნობილი თანამშრომელი იგორ სტრელკოვ-გირკინი დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეოთხე ბრალდებული ოლეგ პულატოვი კი უდანაშაულოდ მიიჩნია.
- იგორ გირკინი (სტრელკოვი) – რუსეთის მოქალაქე – 2014 წლის ზაფხულისთვის, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, პენსიაზე გასული FSB-ს ოფიცერი;
- სერგეი დუბინსკი – რუსეთის მოქალაქე – 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი უფროსი ოფიცერი;
- ლეონიდ ხარჩენკო – უკრაინის მოქალაქე – 2014 წლის ზაფხულისთვის, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.
- ბრალდებული ოლეგ პულატოვი – რუსეთის მოქალაქე, 2014 წლის ზაფხულისთვის, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკი – გამართლდა.
სასამართლო პროცესი ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობს. ისინი საერთაშორისო ძებნაში არიან.
სასამართლომ დაასკვნა, რომ გირკინის, დუბნსკის და ხარჩენკოს ერთობლივმა ქმედებებმა MH17 რეისზე მყოფი 298 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეებმა 16 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ დაზარალებულთა ახლობლებს.
კომენტარები