ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში წერს:
“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს მორდორი(რუსეთი).
შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერ მოქმედებებზე პასუხისმგებელია მორდორი.
ეს უკვე სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაა.
შესაბამისად, მამუკა ჩხიკვაძის გატაცება, შემდგომი წამება, მორდორის პასუხისმგებლობაა.
რას აკეთებს ხელისუფლება მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად? გატაცებიდან მეოთხე დღეს მიდის ოჯახთან და ხმა არ ამოიღოო,ერთი-ორი დღე გვაცადეო.
რას გააკეთებდა თავმოყვარე სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტი მოსტაცებდა მას ჯარისკაცს?
საერთაშორისო, მსოფლიო მასშტაბით ატეხდა განგაშს, მოითხოვდა სასწრაფო განთავისუფლებას, ოკუპანტი და დამნაშავე ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას, დაბლოკავდა ყველა რუსულ აქტივს ქვეყანაში, შეუზღუდავდა მიმოსვლას მორდორის მოქალაქეებს, გაუჩერებდა ტვირთებს, დაიწყებდა სპეცოპერაციის მზადებას გატაცებული ჯარისკაცის გამოსახსნელად, აქეთ გაიტაცებდა ორკების ჯარისკაცებს, რომლებიც ყოველდღიურად, მოურიდებლად დადიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მერე გაცვლიდნენ გატაცებულ ჯარისკაცში.
რამეს მაინც გააკეთებდა ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან… რამეს…
მაგრამ ასე მოიქცეოდა თავმოყვარე, ღირსეული სახელმწიფო და შესაბამისი ხელისუფლება.
ეს კი უბრალოდ ქოცბანდაა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება ადარდებს და ღირსებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
როგორც გუშინ საღამოს გავარკვიეთ, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობა გასაიდუმლოებულია, რაც სამწუხაროდ, დამაიმედებლად არ ჟღერს.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. КГБ ავრცელებს განცხადებას, სადაც პირდაპირი მინიშნებაა მამუკა ჩხიკვაძეზე, რომელსაც ისინი დასჯიან როგორც სამხედრო დამნაშავეს.
ეი, ქოცბანდა – გეყურებათ??? რას აპირებთ???
რას გააკეთებთ???
მალე რუსეთის ტვირთების ბლოკირებას მიიღებთ გზებზე, დესერტად კი ნახავთ რასაც, თუ მამუკა ჩხიკვაძეს ჩაუტოვებთ ოკუპანტებს.
ჩორჩანა-ჯრიას ტყის მონაკვეთზე ოკუპანტებმა 5 დეკემბრიდან 12 დეკემბრამდე ჩვენი “კონტროლირებადი” ტერიტორია შეღობეს.
მერე რა?”
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, “ომის დანაშაულები ხანდაზმულობის მიუხედავად დაისჯება”.
განცხადებაში ოკუპანტების მიერ გატაცებულ კახაბერ ნათაძესა და ვლადიმერ კანიაშვილზეც არის საუბარი.
დე ფაქტო ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთს მარიხუანაც აღმოაჩნდა.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე, “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” და 229.1 – ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველ ჯარისკაცზე, მამუკა ჩხიკვაძეზე, თუმცა სავარაუდოდ, ომის დანაშაულების შესახებ ჩანაწერში რეჟიმი მასაც მოისაზრებს.
კომენტარები