ფონდ “თავისუფალი რუსეთის” დირექტორი იგორ კუროპტევი, ტვ პირველთან, მალკევიჩის თბილისში ვიზიტზე საუბრისას, ამბობს:
მალკევიჩი მხოლოდ პროპაგანდისტი არ არის , პოლიტიკური ტექნოლოგია, კაცი რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგაბდის მანქანას ამუშავებდა, ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი და ტროლების ქარხანის პროექტის მმართველი, რომ ადამიანებისთვის ტვინი გამოერეცხათ. ის იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალში და დაარღვია კანონი, რომ დავივიწყოთ რომ სანქცირებულია და ამერიკა ეძებს, მას მაინც არ ჰქონდა უფლება საქართველოში შემოსულიყო. საზღვარზე ყველას ამოწმებენ, შეუძლებელია სასაზღვრო პოლიციას არ სცოდნოდა ვინ იყო ის.
მალკევიჩი კრემლის ინფრასტრუქტურის ნაწილია, საქართველოს მთავრობას კრემლის გაბრაზება არ უნდოდა, ამიტომ შემოუშვეს ან შეიძლება დაეხმარნენ კიდეც.
არჩევნების დღეს რა როლი უნდა ჰქონოდა მალკევიჩს, სავარაუდოდ, ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის წარმოება, რომ ქართულ ოცნებას დახმარებოდა. ივანიშვილს სჭირდებოდა რუსების დახმარება პროპაგანდაში. მხოლოდ ის არ ყოფილა საქართველოში, იყვნენ პროპაგანდისტებიც და სპეცსამსახურებიც.
კრემლი არ აპირებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საშუალება მისცეს და ის მხარს უჭერს ქართულ ოცნებას”.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა – შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
მედიის ცნოით, ამერიკის ძებნილთა სიაში შეყვანილი მალკევიჩი, რომელიც ამერიკის, კანადის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, არჩევნების დღეს ცესკოს გაცემული ოფიციალური აკრედიტაციიით მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ – “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) გაავრცელა.
RSF: არჩევნების დღეს თბილისში რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი იმყოფებოდა
კომენტარები