მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურასთან ბაჩალიაშვილების ოჯახის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, 2017 წელს ამბობდა, რომ თუ თემირლანის მკვლელობას პასუხი არ გაეცემოდა, ხვალ და ზეგ ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდებოდა იგივე მდგომარეობაში.
“ვიცოდი, რომ ეს აქამდე მივიდოდა, რა სისტემის ხელში ვართ და რა სიბინძურეა დღევანდელი “ქართული ოცნება”,– თქვა მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია და მისი მკვლელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირდება.
„სოლიდარობას ვუცხადებ ამ ოჯახს და ყოველთვის მათ გვერდში ვიქნები, სანამ ისინი არ მიაღწევენ სამართლიანობას, ასევე, სისტემის მიერ დაჩაგრული ყველა ადამიანის გვერდით ვიქნები ყოველთვის. მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვი არის მოკლული. მის სიკვდილში ხელი ურევია პირდაპირ სუს-ს, დღევანდელი ხელისუფლების ხერხემალი სუს-ია. დღევანდელ ქვეყანაში პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს, ასრულებენ მხოლოდ ბინძურ დაკვეთებს. ამ ბრძოლის მოგების ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი ხალხი, რომელსაც სხვის გასაჭირზე შესტკივა გული“, – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
newsreport.ge
კომენტარები