მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი მიოკარდიული ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს. ერთი სტენტი ჩაიდგეს და ორი კიდევ სჭირდება.
როგორც ამბობს, მან კორონავირუსისგან შექმნილ სიტუაციაზე ინერვიულა.
– ჩემს პარტნიორს ველაპარაკებოდი ჩვენი კარაოკე კლუბის „მეტროს“ დახურვაზე. რა ეშველება ჩვენთან მომუშავე პერსონალს-მეთქი, ვდარდობდი. ადამიანები ამ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. შუქის და გაზის ფული რომ მოუვათ გადასახდელი, საჭმლის და გზის ფული რომ უნდათ, რა უნდა ქნან? შეიძლება ამაზეც ვინერვიულე. ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე, – აღნიშნა მსახიობმა ,,პრაიმტაიმთან”.
-გულის ფიცარი უცებ გამიხურდა, სიმძიმე დამაწვა, კუნთები მომიდუნდა – კისრის, ხელების, თვალთ დამიბნელდა. მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა და მაშინვე გამომაქანეს „ჯო ენის“ კლინიკაში. ასე მომიკაკუნა მიქელამ. მე ვუთხარი, მისამართი შეგეშალა, ბატონო, მიქელ-მეთქი, – იუმორით ყვება მსახიობი გამოცემასთან.
„სარკენიუსი“
კომენტარები