საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა, დღეს გაიმართება. სასულიერო პირებმა მღვდელ მონაზონ ანდრია სარიას ბოლოდროინდელ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე უნდა იმსჯელონ.
“კონტექსტში არ დგება ჩემი საკითხი, თუ რამე ჯდება კონტექსტში არის, იმის მოკვლევის დაწყება, საეკლესიო კანონმდებლობა რასაც ითხოვს. საპატრიარქო სანამ იქნება დაკავებული ჩემი საქმეებით, საქმე არ მოგვარდება.
მამა ანდრია არ არის ეკლესიის პრობლემა. მამა ანდრია თუ აჟღერებს რამე სიცრუეს, შეუძლიათ ამის გამო მომთხოვონ. მე ვაკრიტიკებ, რატომ ხდება სიყალბე ეკლესიაში, იაკობი რატომ იგინება, რატომ აყენებს მეუფე სტეფანე შეურაცხყოფას მონაზვნებს, ამის გამო ჩემი დასჯა მიუღებელია” – თქვა მამა ანდრია სარიამ.
სხდომა ერთხელ ორი დღის წინ მღვდელ მონაზონის პროტესტის გამო გადაიდო, მან ის ფაქტი გააპროტესტა, რომ სხდომაზე მის გარეშე უნდა ემსჯელათ.
კომენტარები