ფოთში მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან ბექა ვაჭარაძე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან – დედასთან და მამასთან მივიდა. ვაჭარაძე “მთავარ არხთან”, უბანზე ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ დედამისი დამკვირვებელია, ხოლო მამა მის სანახავად მივიდა – “დედაჩემი დამკვირვებელია, მამაჩემი ჩემ სანახავად მოვიდა, სხვათა შორის გუშინ ჩამოვიდა “
მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფებიან ქალაქის მერიის მოქმედი თანამშრომლებიც.
ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ყველა დარღვევის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია.
კომენტარები