გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ხვიჩია:
დღეს დილაუთენია დამიკავშირდნენდახმარება გვინდა, გადაუდებელი საქმეაუკვე სამი წელია ვიცნობ ამ ოჯახსწყნარი ხალხიადილით 7 საათზე ამ საშინელ თავსხმა წვიმაში მივედი პრაქსისში და უკვე იქ დგანანმამა და ორი შვილიმამა 50 წელს გადაცილებელიშვილები ახალგაზრდაანტიბიოტიკი, ანტიანთებითი და მსგავსი რამ უნდოდათ.ოჯახის არცერთი წევრი არაა ისრაელში დაბადებული.ყველა ,,რეზერვისტადაა,, აღრიცხულიდღეს შუადღეზე ბერლინიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩავლენ ქვეყანაში სადაც მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ შვებულებით მიდიან ხოლმე.
ერთი შვილი მაინც დაგეტოვებინა მეთქი სახლში და გაეცინა ყველას,რომელიორომელს ექნება ეს არარსებული ძალა, რომ ეს ტვირთი იტვირთოსოიმასო, და ზევით აიხედა, იმას უნდა შესთავაზო ის, რაც გაქვს და ის აიღებს, რამდენიც საჭიროა..იცის ჩემი აზრი ზოგადად სიტუაციაზე და ამიტომ ვკიტხე,მერე, აი მერე რა იქნება მეთქი?მერეო?მე მტრად არავის და არსად დედამიწაზე არ ვთვლი, მხოლოდ მას, ვინც იმის მიწას იქ მედავებაო.აქ მტრები არ მყავსო და ჩემი მეგობრებიაო მანამ, სანამ იქ არ მივლენ და იმას შემედავებიან რაც არც ჩემია და არც მათია, არამედ იმისიაო და ისევ ზევით აიხედა.ბიჭები ჩუმად არიან…რა გინდა უპასუხო
რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ან საშინლად მეტი გვაქვს და ან საშინლად ნაკლები ზოგადად ქართველებს….თუ გვაქვს საერთოდ ეს კრებითი შეგნება, ეგეც საკითხავია
კომენტარები