„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია თამარ ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
“იმედის” მტკიცებით, დასკვნა ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ, 2012 წელს არის შედგენილი და ექიმი დეტალურად აღწერს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილი მასთან მისვლის დროს.
„ფსიქიკური პრობლემები შეექმნა დაახლოებით ბოლო ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირია ოჯახში ჩხუბი, ყვირილი. მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. დაახლოებით ორი თვის წინ, ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ, დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი. აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა. იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა – მომბეზრდა ყველაფერი.
5.01.2012-ში, დედის გადმოცემით, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კოლაფტოიდურ მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო ერთი დღეა არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში“ – ნათქვამია ექიმის 2012 წლის დასკვნაში
კომენტარები