თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
“მამა შალვას ღმერთი სავარაუდოდ არც რიო-დე-ჟანეიროს კარნავალზეა ნამყოფი და არც ამსტერდამის წითელი ფანარების რაიონში, თორემ ხო დაანგრევდა და დალეწავდა იქაურობას მინიმუმ 8-9 ბალიანი წკიპურტებით?!
წარმოიდგინეთ შალვა კეკელიას “ღმერთი” რა ნევროტიკი, ეგოისტი და პარანოიდია, რომ ხან სიყვარულზე ქადაგებს და ჯვარზე ადის ჩვენს გამო და ხან თურმე ნაბახუსევზე გადმოხედავს მზის სისტემას, გუგლმეფში ლოკაციას მიუთითებს და დედამიწას აქა იქ წკიპურტებს დასცხებს, განსაკუთრებით კი დმანისში ვერ იტანს თურმე ცოდვილებს!.. ამიტომ, ჩემი აზრით, ჩვენმა სინოდმა თავის ღმერთს დალევა უნდა აუკრძალოს! რამეთუ კმარა ამდენი საუფლო აგრესია!
სეისმოლოგიური სტატისტიკის მიხედვით წელიწადში 3000 -მდე მიწისძვრა ხდება დედამიწაზე და მათ შორის 90 % ოკეანეებსა და ზღვებში. საინტერესოა იქ ვის სჯის ღმერთი ცოდვებისათვის – სელაპებს, ვეშაპებსა და ზვიგენებს? თუ კალმარებსა და მედუზებს?”
კომენტარები