თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პიარსამსახურის უფროსი, სოფია ხაჭაპურიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
ეს მამაჩემია, ნუგზარ ხაჭაპურიძე.
მედიცინის მეციერებათა კანდიდატი, უდიდესი გამოცდილების ექიმი, მეან-გინეკოლოგიაში მოხდილი ვალის შემდეგ სრულად გადაერთო ექოსკოპიაზე და აგერ უკვე 30 წელზე მეტია კონკრეტულად ამ მიმართულებას ემსახურება. მის უზუსტეს და დროულ დიაგნოზებს უამრავჯერ გადაურჩენია ფეხმძიმე ქალბატონების წიაღში პატარას სიცოცხლე, თავად დედიკოების და სხვა პროფილის პაციენტების სიცოცხლეც.
ჩემი სამივე შვილიკო მამამ ნახა პირველად ჩემს მუცელში და სქესიც ზუსტად მითხრა.
დღეს კი მამა, მიუხედავად მისი მცირე, მაგრამ მაინც ქრონიკული დაავადებებისა, შესული იყო კოვიდინფიცირებულთა ბლოკში, რადგან სწორედ მისი პროფესიონალიზმი გახდა აუცილებელი ავადმყოფის მდგომარეობის ზუსტი განსაზღვრისთვის.
მამა 71 წლისაა, აწუხებს დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დავაადება- სტენტები აქვს ჩადგმული. მოკლედ, ამ ვირუსისთვის რისკ ჯგუფია.
დიახ, მისი პროფესიული ვალი მოითხოვდა და დღეს მამა გმირია. ნუ, ჩემთვის ისედაც სულ იყო, არის და იქნება. მადლობა მა…”
კომენტარები